"დილის ხუთ საათზე ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორებით. ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მე პირობას ვდებ, რომ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს კანონის წინაშე", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ
"ეს არის კონკრეტული ნომერი, რომელი ნომრიდანაც ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია. ეს არის სწორედ რუსული სტილის საბჭოთა ტერორი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს ადამიანები არ ვიცი სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, ან რა დამოკიდებულებაა ასაკიან ადამიანს დილის ხუთ საათზე დაურეკო და ერთადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრო. ეს არაფერში არ ჯდება. აუცილებლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს, ამას მე ვპირდები და სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველა ამ ადამიანს აუცილებლად დავსჯით კანონის წინაშე", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.