რუსული კანონის დამძიმება მოხდა უხეში დარღვევით და ოხანაშვილმა ეს თაღლითურად გააკეთა სხდომაზე - აცხადებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას თქმით, აგენტების კანონში გათვალისწინებულია ფიზიკური პირების პასუხისმგებლობაც, რაც თავდაპირველ ვერსიაში არ იყო.
მეორე მოსმენის დროს ტრიბუნასთან იდგა და ხმაურში წაიკითხა ახალი რედაქცია სწრაფად და გამოიყენა სიტყვა "ვაზუსტებ"…
ეს სამი ახალი ცვლილება არ იყო დაზუსტება , ეს იყო შეცვლა პრინციპის :
- შემოაქვს ფიზიკური პირის პასუხისმგებლობა (ამბობდნენ არ ეხებაო)
- საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ეძლევათ (ნებისმიერის)
- დაჯარიმების ახალი სახე შემოდის , რომლის გასაჩივრება არ აჩერებს აღსრულებას !
ეს დაზუსტება კი არაა, დამძიმებაა შინაარსის!
არც განხილვა მოხდა, არც დარიგდა წინასწარ ცვლილება, თაღლითი ოხანაშვილი კანონის დარღვევით გახდა რუსული კანონის დამძიმების ავტორი!!!", - წერს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, დასავლელი პარტნიორების შეშფოთებისა და მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად, "აგენტების კანონი" დაამტკიცა.