მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული, პოზიცია არ შემიცვლია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შვეიცარიის ფედერალურ პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა," - თქვა შოლცმა.