"მე უფრო ცემამ არ შემაშინა ისე, როგორც კორდონში რომ შეგვიყვანეს, რასაც ამბობდნენ ის იყო ამ დროს ყვიროდნენ - „ამერიკის შნირებო“, „პიდარასტებო,“ „ნარკომანებო“, - ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში გურამ ადამიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტთან აქციის დროს დაკავეს და სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც ადამიამ თქვა, დაკავებისა და ცემის კადრებს სპეცრაზმელები იღებდნენ და ამის ამსახველი კადრების ნაწილი შემდეგ ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზეც ნახა.
„ყველაზე დიდი ცემა, რაც იყო, გარეთ კადრებზე რაც იყო, ეგ კი არ იყო, შიგნით, რომ შეგვიყვანეს ეგ იყო ყველაზე დიდი ცემა.
მე უფრო ცემამ არ შემაშინა ისე, როგორც კორდონში რომ შეგვიყვანეს, რასაც ამბობდნენ ის იყო - ამერიკელი და საქართველოს სამი მოქალაქე იყო, ამ დროს ყვიროდნენ - „ამერიკის შნირებო“, „პიდარასტებო,“ „ნარკომანებო“ - პოლიციაზე კი არ მაქვს საუბარი, ე.წ. სპეცრაზმი, შუა რგოლი, აშკარად ეს სპეცრაზმი გამზადებულია იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი გაწიროს, იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ის არის ამერიკის შნირი, პიდარასტი, ნარკომანი და არ არის ღირსი, ამ ქვეყანაზე იცხოვროს - იმდენად უკვე ღრმად ჩავიდა ზიზღი, რომ თვითონაც ვეღარ გააკონტროლებენ, რომ მოუნდეთ,“ - ამბობს გურამ ადამია.