საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხვდება, რომ რუსეთთან კავშირის გაწყვეტა ქვეყანას კრახამდე მიიყვანს, - ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი ტელეგრამ-არხზე წერს.
დუგინი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების გამოჩენას.
"საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნები გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ. მათ თქვეს, რომ საქართველოს ევროპული გზა დაიკეტება და ქვეყანას ევროპელ ხალხთან გაერთიანებაში დახმარება სჭირდება. მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში"ამბობენ, რომ გარე ძალები ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ. "ეს არა მეგობრობა, არამედ მტრობა და ქვეყანაში პოლარიზაციის დანერგვის მცდელობაა", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ “რუსთავის 2“-ის ეთერში.
ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში ვითარების შერყევას, ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის რეაქციული ქმედებებისთვის მობილიზებას, იმ ხელისუფლების, რომელიც ლიბერალურ, დასავლეთურ და ანტისახალხო რეფორმებს ეწინააღმდეგება.
ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველო მოლდოვისა და სომხეთის გზას დაადგეს, რომლებიც ევროინტეგრაციის გამო დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ. მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხვდება, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია, რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და დასავლური ლიბერალური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც ქართველებს რუსებისა და სხვა ხალხების წინააღმდეგ განაწყობს, ქვეყანას კრახამდე მიიყვანს. ოპოზიციის პროვოცირების მიზნით, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირი მნიშვნელობით ერევა ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს საქმეებში, - წერს დუგინი.