ახალგაზრდები ქმნიან ახალ საქართველოს... არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი, - ამის შესახებ რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა, რომელიც დღეს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდენტებს შეხვდა.
"ახალგაზრდები ქმნიან ახალ საქართველოს. ახალ, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს. ის იბადება ჩვენს თვალწინ. დღესაც ამას ვხედავდი ამ ახალაგზრდების თვალებში, მათ გამომეტყველებაში, მათ უნარში, რომ იყვნენ მკიცე, ძლიერი, და ამავე დროს აბსოლუტურად მშვიდობიანი და რაც მთავარია მხიარული... არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი, საით მიდის საქართველო. აი ამ მართლა ცივილიზებული, ევროპული, თანამედროვე დღევანდელობისკენ, იქითკენ, საითაც უნდა მიდიოდეს ყველა ჭეშმარიტი და ასეთი დიდი ისტორიის მქონე და დემოკრატიისადმი მიდრეკილი ერი, თუ პირიქით, შეიძლება დავბრუნდეთ საბჭოთა წარსულში", - ამბობს ლანა ღოღობერიძე.