დღეს, 2024 წელს გვაქვს დონორების რევოლუციის მცდელობა, პირდაპირი ამ სიტყვების მნიშვნელობით, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
ის, რაც ხდება დღეს რუსთაველზე, არის აბსოლუტურად ანალოგიური, რაც 2014 წელს ხდებოდა უკრაინაში. ამას რატომ ვამბობ, 2014 წელს რაც ხდებოდა უკრაინაში, ყველა პერფორმანსი, რაც არის აქციაზე, ზოგადად შინაარსი აქციების, ერთი-ერთში არის აკერმანის სახელმძღვანელოდან, კიდევ იქ არიან ჩარჩენილები.
დღეს 2024 წელია, 2014 წელს ფერადი რევოლუცია მოაწყვეს უკრაინაში და იმავე მეთოდებით ცდილობენ დღეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას და 2014 წელს, როდესაც უკრაინაში რევოლუცია მოხდა, მაიდანი, დღეს 2024 წელია და ყველა ვხედავთ რა მდგომარეობასა და რა ვითარებაშია უკრაინა.
კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება და ის ვითარება, რაც დღეს უკრაინაშია, საქართველოში არასდროს არ განმეორდება იმიტომ, რომ ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რას ნიშნავს ომი და რამხელა უბედურების მომტანია," - აცხადებს კახა კალაძე.