ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას.
"ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენს გვერდი ვდგავართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ ევროპული ოცნება. არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით", - წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.