რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ხედავს საქართველოს ხელისუფლების სურვილს აღკვეთოს მათ საშინაო საქმეებში ჩარევა, რადგან ისინი ხედავენ ჩარევის მცდელობებს.
„ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების ძლიერ სურვილს, დააზღვიონ თავიანთი ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან, ფაქტობრივად, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა.
მეორე მხრივ, კვლავ ვხედავთ საქართველოს საშინაო საქმეებში გარედან დაუფარავ ჩარევას. ჩვენ გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მუქარა, თუ ისინი მიიღებენ ამა თუ იმ კანონს მათ ქვეყანაში, აბა, რა არის ეს, თუ არა პირდაპირი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში?“ - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.