თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
"თინა ბოკუჩავა, როგორც თავისი მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითი - მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა, ჩვეულებრივი ქალი ალქაჯი. მე მოვითხოვ, რომ ამ ადამიანმა, ადამიანსაც ვერ ვუწოდებ - ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი. წარმოუდგენელია ასეთი ძალადობა”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც მესამე მოსმენით „აგენტების კანონის“ განხილვა მიმდინარეობს.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
სამხარაძემ ხაბეიშვილს შეაგინა, საპასუხო გინების მიღების შემდეგ კი ხაბეიშვილს ბოთლი ესროლა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გაწევ-გამოწევაში ჩაერთნენ პარლამენტის სხვა წევრებიც. პლენარული სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო.
ამ დაპირისპირებისას, პარლამენტარი რიმა ბერაძემ უკნიდან მიპარვით დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს ფურცლების შეკვრა ჩაარტყა თავში.