გამიხარდება, რომ კახა კალაძე არ შეუშვან გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე"- ამბობს გვარამია, - ამის შესახებ პარტია “ახალის“ თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერ კახა კალაძე შეშინებულია.
"ბევრი მიზეზია ამის, ნუ ჰქონია, რომ არ ვიცით. ის შეშინებულია და ეს მას ეტყობა. მე გამიხარდება, რომ ის არ შეუშვან, სტადიონზე ვერ მოხვდეს. როცა ჩვენი შვილები აქ დგანან, კალაძე და მისნაირები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ ვერ ისწავლონ დასავლეთში, ვერ მიიღონ ყველა ის სიკეთე, რასაც დასავლეთი სთავაზობს ქართველებს. ამ ფიონზე, კალაძის ოჯახის წევრები, თვითონ კალაძე, რომ შოპინგის ფოტოებს პოსტავს, დალაქთან დაფრინავს მილანში, ბიზნეს აკეთებს და დასავლეთის ყველა სიკეთეს იღებს, მერე ამ გაკეთებულ ფულს აქცევს პრორუსულ პროპაგანდად, დასავლეთს აგინებს ამაში სამართლიანობა სად არის?!"- თქვა მან.