ოცნების მომხრეებო, ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი წერს და აზიარებს კადრებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სპეცრაზმელები საპროტესტო აქციის მონაწილეს.
„ოცნების მომხრეებო: 26 მაისს ზუსტად ასე ცემდნენ ხალხს. მაგ საქმეზე (ვანო მერაბიშვილის) როგორც პროკურორი გამოვდიოდი. უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი, რუსთაველის კინოთეატრში ხალხი იატაკზე როგორ ეყარა და სპეცნაზი ფეხებით დადიოდა. მაშინაც სამაგალითო დასჯა იყო მიზანი და ახლაც. ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა? სადაა მორალი და სამართლიანობა? გამოფხიზლდით!“ - წერს ნათია მეზვრიშვილი.