ხვალ, 25 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერას მართავს. პიესა სახელწოდებით "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით~ დრამატურგმა ირაკლი სამსონაძემ და რეჟისორმა გიორგი თავაძემ ერთობლივად შექმნეს.
კომიკური იგავი ერთ მოქმედებად ერთგვარი სიურპრიზია ქართველი საზოგადოებისთვის, რომლის გამხელას რეჟისორი შემოქმედებით გუნდთან ერთად პრემიერამდე არ აპირებს. სპექტაკლი ეხმიანება რუსეთის აგრესიას და ქართველთა ხასიათის ისეთ თვისებებზე მიანიშნებს, რომელიც ტრაგიკომიკურ ელფერს ატარებს.
კომიკური იგავი ერთ მოქმედებად მხატვრულად გააფორა რუსთაველის თეატრის მხატვარმა თემურ ნინუამ, ქორეოგრაფის კოტე ფურცელაძე, მუსიკალური გაფორმება კი თენგიზ შამილაძეს ეკუთვნის.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: კახა კობალაძე, ეკა ჩავლეიშვილი, მამუკა მანჯგალაძე, ოთარ ქათამაძე, თეონა შამილაძე, ქეთევან ეგუტიძე, ლევან თედორაძე და შორენა მამრიკიშვილი.
სპექტაკლი 26 და 27 ნოემბერსაც იქნება წარმოდგენილი.