არ ვიცი, აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა, უბრალოდ, ჩაისვარეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც ხვიჩია წერს, ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ.
„ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ. შეიძლება, აქციის ორგანიზატორი იყო და შენ წინ არ იდგე? შეიძლება, ხალხს დილით სთხოვდე რამე მოქმედებას და მთელი ღამე წინ და უკან სიარულით ღლიდე? მერამდენე შემთხვევაა უკვე ეს. შეიძლება, მოგება გინდოდეს და არავის არაფერზე დაელაპარაკო? შეიძლება, არანაირი გეგმა არ გქონდეს? ძალიან მაინტერესებს, ვინ აორგანიზებს მიტინგებს და ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სი…ები? მიტინგები უნდა იგეგმებოდეს საჯაროდ, ხალხს უფლება აქვს, ნახოს, როგორ და ვის მიერ მიიღება ეს სულელური გადაწყვეტილებები და იქვე გააპროტესტოს ეს. მიტინგების საჯარო დაგეგმვის დადებითი მხარე ისიცაა, რომ ხალხმა გაიცნოს თავისი გმირები, მიხვდეს, ვინაა ნორმალური და ვინ გამო…ბული. მაგიტომაც არ ხსნიან დისკუსიას, იციან, რომ ნიჭი, იდეა, გამბედაობა, რეპუტაცია არ აქვთ და იმალებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, სამწუხაროდ, აქციას სი…ები მართავენ და ვიდრე მაგათ არ გავაგდებთ, არაფერი საინტერესო არ მოხდება“, – წერს იაგო ხვიჩია.