40 წამში გაყიდული საქართველო, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერმა თამარ ჩარკვიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“, „არა რუსული რეჟიმით“ უნდა შეიცვალოს და დროა, ყველამ ტექნიკური მთავრობის შექმნაზე იფიქროს.
„40 წამში გაყიდული საქართველო, დრო შეამცირეს უკვე ქვეყნის გაყიდვის. ველოდებოდით, მთლად ასე 40 წამს არ ველოდებოდით, მაგრამ ისეაც გვითიშავენ სულ მიკროფონს და დილიდან მივხვდით, რა დღეშიც იყვნენ. უბრალოდ გაოცებული ვარ, იმ 83 ადამიანს რად უღირს, რა არის ის, რამაც შეიძლება ეს ჩაგადენინოს, ასე დაგაკარგვინოს თავმოყვარეობა.მათ იციან ალბათ. არ დავთმობთ, გამორიცხულია. გაუსაძლისი გახდება ამათი ყოფა. ერთადერთი, იგივე საარჩევნო კანონია, არაფერი არ იცვლება ამიტომ, მე ვფქირობ, რომ იგივეს გააკეთებენ არჩევნების დროს. მე ვთვლი, რომ ახლა უკვე არჩევნებამდე უნდა მოვერიოთ ამათ, ალბათ ტექნიკურ მთავრობაზეც უკვე უნდა ვიფიქროთ ყველამ“, - განუცხადა ჩარკვიანმა ტვ პირველს.