უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტომოშენკო სრულიად უკრაინას 22 იანვარს მაიდანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. ტიმოშენკოს განცხადებით, უკრაინის მოსახლეობა მაიდანზე გაერთიანების დღის აღსანიშნავად უნდა შეიკრიბოს.
"მინდა მთელს ქვეყანას მივმართო. მინდა ყველას შევახსენო, რომ 22 იანვარს ჩვენ გაერთიანების დღეს ვზეიმობთ", _ განაცხადა ტიმოშენკომ კიევის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა.
"ამიტომაც მინდა სწორედ ახლა განვაცხადო. იმედი მაქვს ყველა პოლიტიკოსი დამიჭერს მხარს. მოვუწოდებ ყველა კეთილი ნების ადამიანს ერთად ავღნიშნოთ ეს დღე იქ სადაც ჩვენ ყოველთვის ვიკრიბებით. ეს მაიდანია", _ განაცხადა ტიმოშეკომ.