"ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტარი ირმა ზავრადაშვილი თბილისში, 11 მაისს გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
ზავრადაშვილის მტკიცებით, აქციაზე 20 000-ზე ნაკლები ადამიანი იმყოფებოდა.
"გუშინ დავწერე მათი მოლოდინის, 50 ათასის შესახებ, მაგრამ ერთკვირიანი სრული მობილიზაციის შედეგი ის იყო, რომ 20 ათას მომიტინგემდეც ვერ მოაგროვეს და დღეს ზოგი 100, ზოგი 200 ათას ადამიანსაც ამბობს. ამ წუთამდე მამუკა მდინარაძის დადებულ მტკიცებულებაზე კრინტი არავის დაუძრავს. ყველას გვაინტერესებს რამდენი ადამიანი ეტევა ცხრაათას კვადრატულ მეტრზე გუშინდელი წყობით, მოიფიქრეთ და თქვით რაღაცა, „დაგენგრათ ოჯახი",- წერს ზავრადაშვილი.
ფოტო აქციიდან