ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა, - ამის შესახებ “ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.
„25 წელია ამას ვამბობ: Eurovision Is The Most ბ ა ნ ძ ი Song Contest In The World, თავის წლევანდელი გამარჯვებულით… ჯერ ჰარი სთაილსი რა არის და მერე კიდევ სადაც მისი “ჩინურ-სუროგატული” ვერსია იმარჯვებს ამ მასშტაბის კონკურსში, იქ რაიმე ღირებულზე საუბარიც კი ზედმეტია…
ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა და სანამ ამ კონკურსს საიმონ ქაუელის, ენდრიუ ლოიდ-ვებერის ან საიმონ ფულერის დონის მუსიკალური პროდიუსერი არ მოკიდებს ხელს და არ მიაბამს მას მსოფლიოს წამყვან რექორდ ლეიბლებს, როგორც ეს “X Factor”-ის და “Pop Idol”-ის შემთხვევაში მოხდა…“ - წერს ზაზა შენგელია.
შეგახსენებთ, ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა.
საქართველოს, რომელსაც ნუცა ბუზალაძე წარმოადგენდა, ჯამში 34 ქულით 21-ე ადგილზე გავიდა.