დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსონი ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
"დანიამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მისი ამჟამინდელი კურსი. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებასა და უფლებებს", - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.