ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი კონგრესმენების მიერ ქართულ ოცნებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, აშშ-ს კონგრესმენების მორიგი განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
მისივე თქმით, აშშ-სთან ერთად ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაც ღრმა კრიზისშია.
„ეს ყველაფერი გამომდინარეობს რუსული კანონიდან და იმ ძალადობიდან, რომელსაც დღეს ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. ამას არ შეეგუება არავინ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება და არსებული პროტესტიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.
ეს პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ნაბიჯები კვლავ იქნება გადადგმული ამ მიმართულებით, რადგან ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სატელიტობამდე მივყავართ“ - თქვა გიგი წერეთელმა.