პოეტი და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობმა პირებმა მის სახლთან ჩასაფრება მოუწყევს.
რატი ამაღლობელი წერს, რომ მისი საცხოვრებლის სადარბაზოს კედლები წარწერებითა და პლაკატებით "ააჭრელეს".
"ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.
ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთარი ხელით გაწმენდენ კედლებს, სადარბაზოებს. ვარ მტკიცე როგორც არასდროს. გავიმარჯვებთ სახელოვნად", - წერს ამაღლობელი.