ღია დემოკრატიის პირობებში ყველა ადამიანს უნდა მიეცეს სიტყვის თავისუფლება. ეს დაშინება უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ სენატორი ჯიმ რიში X-ზე წერს.
ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
"შეშფოთებული ვარ ინფორმაციით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში შემოთავაზებულ უცხო აგენტების შესახებ კანონს. ღია დემოკრატიის პირობებში ყველა ადამიანს უნდა მიეცეს სიტყვის თავისუფლება. ეს დაშინება უნდა შეწყდეს", - წერს რიში.