გუშინ ორი წლის ბავშვთან ერთად კინაღამ მცემეს და დღეს იგივეს აკეთებდნენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიორგი მუმლაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის დღეს, დაახლოებით, 6-ის ნახევარზე მარნეულის საკრებულოს წევრთან, ლაშა ქველაძესთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც სოფლის შესასვლელში დახვდა „ჰონდა ფიტი“, საიდანაც გადმოხტა 4 ნიღბიანი პირი და სცადეს მანქანიდან მუმლაძის გადმოთრევა. მუმლაძის თქმით, მანქანამ მათ 2-3 კილომეტრზე სდია, თუმცა როცა მუმლაძემ მანქანაში მესამე პირიც ჩაისვა, მანქანა გაიქცა. მისივე თქმით, პოლიციამ მანქანის შესახებ ინფორმაცია ურეაგიროდ დატოვა.
„ერთი გუნდია, ერთად მოქმედებენ, ამათი დედაც, ბიძინა, შენი დედაც, რომ ასე გაამწარე ეს ხალხი!
გინდა ომი? მიიღებ ომს! ჩვენ არ გაპატიებთ ჩვენი ოჯახების დაწიოკებას!
თქვე ნაბ**ვრებო, დედას მოგიტ*ნავთ, თავს შეგწირავთ…
აღარ შემიძლია ასე ცხოვრება, შეუძლებელია. მე ჩემ თავს არ ვწუხვარ, ჩემი შვილები 2 წლის და 7 წლის ვერ დამიტოვებია სახლში მარტო. შეუძლებელია ასე ცხოვრება, ხალხო.
ვინც ამათ მხარს უჭერთ, ყველას დედას შევე*ი, ნაბ**ვრები ხართ, მკვლელები ხართ
რა გითხრათ, აი, გუშინ ორი წლის ბავშვთან ერთად კინაღამ მცემეს და დღეს იგივეს აკეთებდნენ. რა ვიცი, აი, რა ვთქვა მეტი?!“, - თქვა მუმლაძემ.