როდესაც მონობაზე საუბრობს, ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ თავს გულისხმობს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვსთან დაკავშირებით განაცხადა.
პრეზიდენტმა გუშინ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: "საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო" .
მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაში დაადანაშაულა.
„რა კარგად უთქვამს ეს პრეზიდენტს, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობდა ამაში, რომ არ ნიშნავს მონობას, არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და უცხო ინტერესის მონა არ უნდა იყოს. პირველ რიგში, ის ქალბატონი, რომელმაც ის კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა, სადაც 78-ე მუხლი წერია ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სწორედ ამ ქალბატონმა ამ კონსტიტუციაზე დაიფიცა ხელის დადებით და შემდეგ ეს კონსტიტუცია გადახია და გვერდზე მოისროლა და ამიტომ, როდესაც მონობაზე საუბრობს, ალბათ, პირველ რიგში საკუთარ თავს გულისხმობს,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.