საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ღია წერილში გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება, სადაც მან საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებსა და ილია ჭავჭავიძის მკვლელ ბერბიჭაშვილს შორის პარალელები გაავლო.
"ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!
მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, "მამულის" სიყვარული სხვა არაფერია.
ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) … ესეც სარწმუნოება!!!
რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.