არავის მივცემთ შესაძლებლობას დაპირისპირების, რევოლუციის. ჩვენ უკვე წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც რევოლუციით ხდებოდა ხელისუფლების ცვლილებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან. ძალიან ფრთხილად იყვნენ. აქციის ჩატარება უნდათ მშვიდობიანად?! კეთილი ინებონ და მშვიდობიანად ჩაატარონ, მაგრამ, როგორც კი გადაცდომა იქნება ამას მოჰყვება ძალიან მკვეთრი რეაგირება, რა თქმა უნდა ისიც კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.