შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გუშინ მომხდარ თავდასხმის ყველა ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყეს.
„გუშინ გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძებას, ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, თუ რა მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები და გამოძიება დაწყებულია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, 9 მაისის ღამეს თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წვერ დიმა ჩიქოვანზე, ზურაბ ჯაფარიძის ძმაზე, პროფესორ გია ჯაფარიძეზე, ასევე საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეზე, ლაშა ღვინიანიძეზე.