მოძალადეების სიის გაკეთება უნდა დაიწყოს „ქართული ოცნებიდან“, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული მონაცემეთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ბაზის შექმან მოქალაქეების დაშინების მცდელობას ემსახურება, რომ პროტესტის მონაწილეებმა აქციაზე გასვლა ვეღარ გაბედონ.
„ეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, არის სტიგმატიზირების მცდელობა, რომ ვიღაცას მოერიდოს მერე და თქვს, რომ აი, აქციაზე თუ გავალ, პაპუაშვილი სიაში შემიტანს და მე, რავიცი, გავალ აქციაზე და არც პაპუაშვილის სიის არ მეშინია და არც არავის. მოძალადეების სიის გაკეთება უნდა დაიწყოს „ქართული ცონებიდან“. ჯერ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები უნდა შეიტანოს შიგნით, მერე თავისი შს მინისტრი და მისი დდდ-ს თუ რაღაც დანიშნულების რაზმი და მაშინ დავიჯერებთ ამ სიის არსებობას, თორემ პატარა ბავშვებს დააბრალო საქართელოს დროშა შემოხვეული რომელიც საქართველოს ჰიმნს მღერის, რომ მოძალადე ხარ, მემგონი, ძალიან დიდი აცდენაა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”.