მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ოფიციალური კიშინიოვი ძალისხმევას გაამახვილებს რუსეთის აგრესიის რისკის მინიმუმამდე შემცირებაზე, მაგრამ ასეთი სცენარის შემთხვევაში თავს დაიცავს. ამის შესახებ სანდუმ რუს ბლოგერთან იური დუდუსთან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, გაუწევდა თუ არა წინააღმდეგობას მოლდოვა ჰიპოთეტურ სცენარში, თუ რუსეთი მოლდოვის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კონფლიქტი არ მოხდეს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. მათ შორისეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის გეგმა პირველ რიგში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია“, - განაცხადა სანდუმ.
„კონსტიტუციის თანახმად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ გვყავს ჯარი, გვაქვს თავდაცვის სექტორი და ვაკეთებთ ამ ინვესტიციებს. მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი მალე დასრულდება და ჩვენ შევძლებთ ინვესტიციების ჩადებას ეკონომიკასა და სხვა სექტორებში და ჩვენ არ ვიქნებით ისეთ მდგომარეობაში, რომ იძულებული გავხდეთ ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვის სფეროში“, - დასძინა პრეზიდენტმა.
მას სთხოვეს უფრო მკაფიოდ ეპასუხა კითხვაზე, გაუწევდა თუ არა მოლდოვა წინააღმდეგობას რუსეთს, შეჭრის შემთხვევაში.
”ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას”, - უპასუხა სანდუმ.
მან ასევე უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ კიევმა მიიღო შეთავაზება არაღიარებულ დნესტრისპირეთთან საკითხის ძალის გამოყენებით გადაჭრაში.