ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ბაზაძემ ფინალური შეხვედრა ეგვიპტის წარმომადგენელ ზიად ელსისთან 15:13 დათმო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.
ქართველმა მოფარიკავემ ფინალამდე არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა – მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ.