აშშ-ის სანქციების სამიზნე ყველა ის დეპუტატი იქნება, რომლებიც რუსულ კანონს უჭერენ მხარს და ქვეყნის საგარეო ორიენტირებს ცვლიან, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
“ამერიკული სანქციების სამიზნე გახდება ასევე ყველა ის დეპუტატი, რომელიც დღეს სჩადის სახელმწიფო დანაშაულს, როდესაც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ამით ცვლის, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს. აშშ-ს რაც შეუძლია ყველა მარტივად მიიღოს, ეს სანქცია არის აკრძალვა აშშ-ში შესვლაზე და შესაბამისი ქონებრივი სანქციები ანუ ის სანქციები, რაც უკვე დაუწესდა, მაგალითად, ფარცხალაძეს და ფარცხაალძესთან ერთად სანქციების რიგში ახლა ჩამდგარია არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხარს უჭერს ამ კანონს, ასევე, ისინი ვინც ხელმძღვანელობენ დარბევებს მშვიდობიანი მოქალაქეების და სწორედ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი უცდის დროს, როდესაც ამ სანქციების საბოლოოდ გაფორმება იქნება შესაძლებელი, - განაცხადა სამადაშვილმა ტვ პირველის ეთერში.