საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ რამაზ ბეღელაურის გატაცებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ, სამშობლო ხომ არ იციან და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწებს შორის…. და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტერს შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!", - წერს პრეზიდენტი.
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური გაიტაცეს. გავრცელებული ცნობით, გატაცება მაშინ მოხდა, როდესაც იგი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.
ფოტო: AFP