აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის „ოპოზიციის“ წარმომადგენელი ლაშა ზუხბა თბილისის საპროტეტსო აქციებს მხარს უჭერს.
„ჩემი და თანამოაზრე ადამიანების სახელით სოლიდარობას ვუცხადებ თბილისელ მომიტინგეებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც საგარეო გავლენის შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეებიან.
ჩვენ გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა ბიჭვინთის შეთანხმების წინააღმდეგ ჩვენი პროტესტის მიმართ, უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი კი ჯერ კიდევ წინ გველოდება. იმედია, თქვენი ძალისხმევა არ იქნება უშედეგო და კანონი არ მიიღება. დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ხალხი და განსაკუთრებით ქართველი ხალხი უძლეველია თავისი მონდომებით. გისურვებთ სულის სიმტკიცეს და წარმატებებს მიზნის მიღწევაში“, - წერს ის სოციალურ ქსელში.
მომხმარებელთა ნაწილმა მხარი დაუჭირა ლაშა ზუხბას პოზიციას, ბევრმა კი გააკრიტიკა.
„წარმატებები უსურვო ქართულ ოპოზიციას, რომელიც მეორე ფრონტის მომხრეა და სკანდირებს „აფხაზეთი საქართველოა“, რა თქმა უნდა, საშინელებაა“, - წერს სპციალური ქსელის ერთი-ერთი მომხმარებელი“
კომენტარებზე საპასუხოდ, ლაშა ზუხბამდაწერა: „შემიძლია გითხრათ, რომ აქციის მონაწილეებთან სოლიდარობა არის მათთან სოლიდარობა ამ საკითხთან დაკავშირებით და არა სხვა რამ“.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი უკვე შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები შეიძლება აღიარებულ იქნეს უცხოურ აგენტებად, თუ ისინი იღებენ სახსრებს და (ან) სხვა ქონებას უცხოური წყაროებიდან.
არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და „სხვა პასუხისმგებლობას“ დადგენილი წესით.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს მისია. კანონის მიღების შემთხვევაში აფხაზეთში მათი მუშაობა შეფერხდება.