გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად, სინამდვილეში ისინი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირსებას ებრძვიან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„რატომ აფინანსებენ დასავლური ფონდები რუსეთიდან დაფინანსებულ ელენე ხოშტარიას. თან რუბლებს იღებს მოსკოვიდან, თან მისი ვითომ „ენჯეო“ დასავლური ფონდიდან ფინანსდება. სწორედ გამჭვირვალობის კანონი გაშიფრავს ამ ყველაფერს და ამიტომ ებრძვიან ასე გაშმაგებულები და გაგიჟებულები კანონს და სინამდვილეში გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად ისინი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირსებას ებრძვიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.