არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არც ერთი სპორტული ღონისძიება, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილიInstagram-სთორიში წერს.
“თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება, მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არც ერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ ქართველი!“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.