როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიას აქტივისტი დასავლელი და ევროპელი იყოს, ის კი შეიძლება, უნდოდეს, მაგრამ რუსეთიდან ფინანსდები, მთელმა ქვეყანამ იცის და საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცე,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კანონი“, „რუსული ფული“. რაღაც გიჟობას იძახის ხალხი, რომელიც პუტინისგან ფინანსდება, ოფიციალურად ფინანსდება რუსეთის ბიუჯეტიდან.
„პარლამენტის უკანა მხარეს ჩვეულებრივი ხალხი აპროტესტებს და რაღაც ადგილებში სხედან რომელიღაც პარტიის პოლიტიკური აქტივისტები, უდონო აქტივისტები, არაფერი რომ არ შველით. „ფეიქსბუქზე“ წერდნენ, იაგოს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ მიტინგზე, ამიტომ ვეძახით რაღაცებსო. პირადად გავსაუბრებივარ ათას ადამიანს და მთელ მიტინგზე სამი აქტივისტი, ერთი და იგივე ადამიანი, ხოშტარიასი ან ლგბტ აქტივისტები და ვიღაც უცნაური ხალხი კვოტებზე გიხურებს რაღაცას. ერთი მიხურებდა, რადგან, მისი აზრით, კატები არ მიყვარდა. სად ნახა ჩემი კატების სიყვარული ან სიძულვილი, კატაზე ხმა არ ამომიღია, ერთი ის მაქვს ნათქვამი, კარაკალის კატა მიყვარს-მეთქი, სხვა არაფერი მითქვამს. ესენი ასევე არიან მიტინგის დამშლელები. რამდენიმე რაღაც არის, რომელიც მიტინგს შლის. არსებობს ხალხი, რომელიც ცალკე არის რუსთაველზე და იმას საერთოდ არ ეხება, არის ხალხი, რომელიც ერთ კარს ეჯაჯგურება, იმას პარლამენტში შევარდნა არ უნდა, რადგან თუ შევარდნა გინდა, პარლამენტს ბევრი კარი, ფანჯარა აქვს, შესავარდნად სხვანაირად იქცევი. რატომ უნდა შევარდე შიგნით, სპეცრაზმია. ბოლო-ბოლო, თუ შევარდნას აპირებ, სხვანაირად უნდა ახსნა, რომ სხვა გზა არ არის და სადღაც უნდა შევარდე. ასეთი რაღაცები აფრთხობს ხალხს. ამას დამატებული ის ხალხი, ვინც ვითომ მხარდამჭერები არიან, „ენჯეოშნიკები“ და ვიღაცები, რომლებიც მხარდამჭერ ხალხს ყოფენ. ვიღაც გენდერებში რომ არ ეთანხმება, ამის გამო აკრიტიკებენ. რამდენი რაღაცებია უთავობის გამო. ის, რომ ამერიკელებს აქ არასათანადო ხალხი წარმოადგენენ – ვითომ პროდასავლელი აქტივისტები, სინამდვილეში, პრორუსები არიან. როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიას აქტივისტი დასავლელი და ევროპელი იყოს, ის კი შეიძლება, უნდოდეს, მაგრამ რუსეთიდან ფინანსდები, მთელმა ქვეყანამ იცის და საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცე. ინტელექტუალური საკუთრებისთვის მაფინანსებენ რუსებიო. სხვას ლანძღავ და ვითომ დადიხარ, იმათი ოკუპირებული 20% არ მავიწყდებაო, კაი კაცო, ფულს რომ იღებ, მაშინ ხომ გავიწყდება და მართლა სხვას როგორ ლანძღავთ, გიჟები ხომ არ ხართ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.