თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გუშინდელი ვანდალიზმის აქცია არცერთ მსახიობს, მომღერალს თუ სპორტსმენს არ დაუგმია, რაც სამწუხარო რეალობაა.
„ამ აქციაზე ზოგი მართლა გულწრფელია, ზოგმა არ იცის რასთან გვაქვს საქმე. ასეა თუ ისე, ყველა ამ ქვეყნის შვილები არიან და მათზეც უნდა ვიზრუნოთ. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი გავამყაროთ და ასე გავხდეთ ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, ვზრუნავთ და მომავალშიც ვიზრუნებთ ამ ახალგაზრდებსა და მათ მომავალზე. დარწმუნებული ვარ, ბევრი გულწრფელი და გონიერი ადამიანი მიხვდება და იტყვის, რომ შეცდომა დაუშვეს. ვაკვირდებოდი და არ მინახავს არცერთი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწვრთნელი გამოსულიყო და დაეგმო ის ძალადობა და ვანდალიზმი, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.