„ხარებას დაჯგუფება მცემდა და მეუბნებოდნენ, რომ გრძელი ენა მაქვს და ხელისუფლებას ვაკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გავჩერდე. იძახდნენ, რომ მოკალით და მერე თქვით რომ თავი დაარტყა. მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ. ამაზე პასუხი როცა მიიღეს, კიდევ უფრო მეტი მომხვდა. არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას
„ალბათ, ახლა ბევრს გიხარიათ როგორც გამოვიყურები. საქმის კურსში მინდა ჩაგაყენოთ, არ გაინტერესებთ რა მოხდა? ერთ თვალში მაინც შემომხედეთ, მეორეში ვერ შემომხედავთ და გეტყვით რა მოხდა სინამდვილეში. ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი აქციაზე და ეს პირდაპირ ეთერში იყო. ცხადია, როგორც კი დავინახე, ეს ბავშვი როგორ შეჰყავდათ, გავემართე ამ ბავშვისკენ, რომ იქნებ ასე არ მოექცეთ, ბავშვია. ამის შემდეგ, როცა უკვე ხარებას დაჯგუფების ალყაში მოვხვდი და იცით რას ამბობდნენ? მცემდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე. იძახდნენ, რომ მოკალით და მერე თქვით რომ თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ. თუ ვეტყოდი, რომ ჩმორი ვარ აღარ დამარტყამდნენ. ამაზე პასუხი როცა მიიღეს, კიდევ უფრო მეტი მომხვდა. ბატონო შალვა, მალე დავამთავრებ, ვიცი, რომ მოგბეზრდათ ჩემი საუბარი. ეს არის რუსეთი, რასაც ახლა ხედავთ ჩემს ტანზე და ჩემდა სამწუხაროდ ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა, თქვენ შეიძლება გაგიხარდათ ახლა მე რომ ასე მიყურებთ, ამ მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენს შვილებს დასდევდნენ იქ. მე მახსოვს უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერი არ გვიღირს არანაირ კანონადო.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.