მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს წარსულს ჩააბარა მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ.
"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინდა გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და ჩვენ ვიხილეთ, იყო ბევრი ადამიანი, ვინც ვთქვათ რაღაცას აპროტესტებდა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ფრომით, ეს მისაღებია და არავის აქვს უფლება ეს ყველაფერი შეზღუდოს. ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ და ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება", - განაცხადა კახა კალაძემ.