ბიძინა ივანიშვილი ამით გვიგზავნის გზავნილს, რომ თითქოს ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ მე მას ვეუბნები, რომ შენ ხარ ჩმორი და შენი მთელი სპეცრაზმი არიან ჩმორები და აუცილებლად აგებ ამაზე პასუხს, - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე TV პირველთან, ლევან ხაბეიშვილის ცემაზე.
ვაშაძის განცხადებით, ხაბეიშვილი მიზანმიმართულად გაიტაცეს ნიღბიანებმა, რომელთაც, დავალება ჰქონდათ მიღებული, ივანიშვილის მხრიდან, რომ დაესაჯათ.
"ამას ყველა ერთად გავუძლებთ და გადავიტანთ, როცა ჩვენი სამშობლოს ბედი დგას ეს არაფერი არ არის და აუცილებლად გამარჯვებით დავამთავრებთ ამას. ეს არის ივანიშვილის ანგარიშსწორება, ხარება ვინ ჩემი ფეხებია, პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებაში. ამით ივანიშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორი უნდა გააჩეროს, მედია უნდა, რომ დახუროს და პოლიტიკურ ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდეს და გაანადგუროს. ვერ ეღირსება ვერცერთ შემთხვევაში, ჩვენ ერთიანები ვართ, ძლიერები ვართ და საქართველო კიდევ უფრო სწრაფად გააგრძელებს განვითარებას... ერთ რამეში ცდება, ქართველი ხალხი არის ღირსეული, ჩვენ ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბიძინა ვერ გახდება მეფე, მიიღებს ამაზე საკადრის პასუხს", - განაცხადა ვაშაძემ.