პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ აქციაში მონაწილეობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.
„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ ეს კანონი რუსულია, ეს არის ქართული კანონი. ოდითგანვე გამჭვირვალობა იყო ევროპული ღირებულება და მე აქ ვარ, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.