გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ აპირებს უკრაინას Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს კონგრესი მზად არის უკრაინას ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნოს.
„ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება“, - თქვა შოლცმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთობლივი პრეს-კონფერენციაზე Taurus-ზე დასმული შეკითხვის პასუხად.
კანცლერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბერლინი და ლონდონი არიან კიევისთვის იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებლები და ასევე მიუთითა, რომ გერმანია უკრაინას არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით უწევს უდიდეს მხარდაჭერას.
"ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოა, რომ ჩვენ ევროპაში უდიდეს მხარდაჭერას გავუწევთ უკრაინას და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ვიქნებით ის ორი ქვეყანა, ვინც ყველაზე მეტს გააკეთებს“, -თქვა შოლცმა.