ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ, - ამის შესახებ ციხიდან ახლახან გათავისუფლებულმა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გრიგორიადისის თქმით, მისი დაკავებით მმართველმა პარტიამ კრიმინალური ხატი შექმნა.
„დიდი ალბათობით, ხელისუფლებამ მე იმიტომ ამირჩია, რომ წინა საქმე მქონდა სისხლის სამართლის საქმე, ის გააცოცხლეს და ერთიანად რაღაც კრიმინალური ხატი შექმნა მმართველმა პარტიამ. ციხეში ყოფნისას, უფრო მობილიზებული ვიყავი იმაზე, თუ აქ რას გავაკეთებდი, ან რისი გამოყენება შემეძლებოდა. თქვენ გიყურებდით, როგორ საქმიანობდით. ვხატავდი, ვწერდი. " - განაცხადა გრიგორიადისმა.
ის მედიასთან საუბრისას გამჭვირვალობის კანონის ხელახლა დაინიცირებასაც გამოეხმაურა.
"ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ" - თქვა მან.
მისივე თქმით, კანონის მმართველი პარტიის მიერ კანონის შემობრუნებას არ ელოდა.
“ასე პირდაპირ თუ გაბედავდნენ კიდევ ამ კანონის შემობრუნებას არ ველოდი, მაგრამ გაბედეს. გაუფასურებაა არის. უკვე ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია ისეთ მდგომარეობაშია. თან წინასაარჩევნო პერიოდია და დიდი ალბათობით, მაგის ბრალია. ჩემი აზრით, როდესაც ყველაფერზე მიდიხარ სუსტად ხარ უკვე და ყველაფერს რისკავ. ყველანაირი გზით ცდილობს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს და ავტორიტარიზმი გააძლიეროს ქვეყანაში. მე მგონია, რომ ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ", - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა ტვ პირველთან საუბრისას.