ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ევროპარლამენტში გამართული მსგავი ტიპის მსჯელობა საქართველოსთვის ძალიან მძიმე ამბავია.
„იმის ნაცვლად, რომ გვესმოდეს რეფორმების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე საუბარი, ვიღაცების დასანქცირებაა მთავარი სასაუბრო თემა - რა თქმა უნდა, მათი, ვინც არასწორად იქცევა, თუმცა ეს ყველას ეხება, სრულიად საქართველოს რეპუტაციას.
ეს ყველაფერი მხოლოდ ინდივიდუალური სანქციებით არ შემოიფარგლება. თუ რუსულ კანონთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია ჯიუტად არ შეიცვლება, მაშინ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და ეს სრულიად ქვეყანას დაარტყამს. საქართველოს დისტანცირება ხდება დასავლეთისგან, რაც სწორედ რუსეთის ინტერესშია და ამას ძალიან აქტიურად უწყობს ხელს მმართველი ძალა“ - თქვა გიგი წერეთელმა.