თუ ამ კანონს მიიღებენ, არ უნდა დავუშვათ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და სწრაფად უნდა დაწესდეს სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს მმართველმა პარტიამ ისევ შემოიღო ეს კანონი - ეს არის ზუსტად იგივე ტექსტი, რომელიც იმეორებს პუტინის რუსეთის კანონს - ეს არის კრემლის გავლენის მცდელობა, ადამიანები, რომლებმაც შესთავაზეს საქართველოს ეს კანონი, დაარღვიეს ყველანაირი მისწრაფება საქართველოს მოსახლეობის და თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოლაპარაკება გაწევრიანებაზე საქართველოსთან. და დახმარების გაწევა ასევე უნდა იყოს დამოკიდებული ამ კანონის მიღებაზე და რაც მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული სანქციები ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ზომები უნდა იყოს მიღებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, - ამბობს ლექსმანი.