ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმიანება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომელშიც ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის.
"ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს კრემლი გახდა ძალიან აქტიური, მაგრამ კრემლი ფიქრობს, რომ ერთი და იგივე გზავნილები ისმის არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან რომელმაც ბოლო დროს განაცხადა, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი, ესაა შოკისმომგვრელი ამბავი და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან და ზუსტად ცოტა სხვა სიტყვებით გვესმის იგივე მოლდოვის ოპოზიციისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკას ატარებს კრემლი ყირგიზეთში, უნდათ მსგავსი კანონს დანერგვა. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი და ამას უკვე გამოხატავენ ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ, კრემლი როგორ იქცევა ევროპარლამენტის არჩევნების წინ და იგივე გზავნილები ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის," - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე, რომელშიც "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიაც მონაწილეობს [სინქრონული თარგმანი]