აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეხება ივანიშვილის პარტიის მხრიდან მიტანილ იერიშს დემოკრატიაზე, თავდასხმას მედიაზე და პოლიტიკურ მძევლებს, - ამის შესახებ განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი და გაიმარჯვოს დემოკრატიულმა ძალებმა საქართველოში.
„ივანიშვილის პარტია ცდილობს საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის რესტავრაციას, ამის ნათელი გამოხატულებაა იერიში დემოკრატიაზე, თავდასხმა მედიაზე და პოლიტიკური მძევლები. სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომელიც ეხება როგორც პოლიტიკურ პატიმრებს, ასევე მედიის წინააღმდეგ კონკრეტულ მოქმედებებს და ცხადია, ამის ერთადერთი დაძლევის გზა არის შემოდგომა, 26 ოქტომბერი, როდესაც უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიულმა ძალებმა საქართველოში.“-განაცხადა ლაშა ფარულავამ.