ევროპული საქართველოს პოლტისაბჭოს თავმდჯომარე, გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, მოულოდნელი არ არის, რომ ხელისუფლება კონტრაქციას გეგმავს. გასაგებია, რომ შეკრება და აზრის გამოხატვა საჯაროდ , ფუნდამენტური უფლებაა და ეს უფლება მმართველ პარტიასაც აქვს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ აქცია მასშტაბური გამოვიდეს იმ ფონზე, როცა დიდი პროტესტი არსებობს ხელისუფლების მიერ რუსული სტილის კანონის შემობრუნების და ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა საზოგადოების გულწრფელ პროტესტსა და იმ ადამიანების პროტესტში, ვისი უმრავლესობაც, არა საკუთარი ემოციის, არამედ საბიუჯეტო ხელფასის, დაშინებისა და პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დადგება სახელისუფლებო კონტრაქციაზე.
ისტორია განსჯის მათ როლს, თუ რას უჭერენ მხარს ამ პროცესში და რის გამო უპირისპირდებიან საქართველოს დასავლურ , ცივილიზებულ მომავალს. ამგვარი ტიპის პროტესტი კონკურენციაში ვერ შევა ახალგაზრდების და საზოგადოების დიდი ნაწილის გულწრფელ პროტესტთან და იმ ჯანსაღ დამოკიდებულებასთან, რომელიც დღეს არსებობს ევროპასთან დისტანცირებისა და რუსული გავლენის გაძლიერების მიმართ საქართველოში“ - თქვა გიგი წერეთელმა