"ქართული ოცნება" ბარიერია ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე, - ოპოზიცინერი დეპუტატი თეონა აქუბარდია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „დღეს ქვეყანა ვერ გახდება, არ ვართ მზად, რომ გავხდეთ წევრი ქვეყანა. ხო ასეა? ხომ მეთანხმებით? არ არის დღეს კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. მით უმეტეს, ეხლა ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: .
თეონა აქუბარდიას თქმით, ხელისუფლებისთვის მტერი ევროპაა და არა ოკუპანტი რუსეთი.
„ეს რუსული პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელსაც ღარიბაშვილი ევროპას აბრალებს, ამ მოცემულობაში, კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ რეალურად, „ქართული ოცნებაა“ ბარიერი ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე, მათთვის მტერი არის დასავლეთი და არა ოკუპანტი რუსეთი. ისინი ჯიბრში უდგებიან საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას და დასავლეთს, რომლის დახმარებითაც ამდენი ხანია საქართელოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ინარჩუნებს. ის, რაც უნდა ხალხს და რასაც უპირისიპირდება ღარიბაშვილი, კიდევ ერთხელ აჩვენებს კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელსაც ისნი რუსული კანონის და მათ შორის ოფშორების ლეგალიზაციით საქართველოში ახდენენ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.