“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, მისივე თქმით, ამით საზოგადოებას უთხრეს, რომ თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოვექცევით ხალხს.
ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ყველაფერი.
„ცუდი არის ის, რომ პოლიციელების ნაწილს გადააცვეს ზონდერებს ფორმა. ესენი არიან მილიციელები, ხალხის დაცვასთან, კანონის დაცვასთან საერთო არაფერი არ აქვთ ,რაც ვნახეთ ცხადია ძალიან მძიმე იყო ამის ყურება, რუსული რეჟიმის პირობებში ისინი ასე იქცევიან .შესაბამისად, რომ გითხრათ ანზორ ჩუბინიძის პასუხისგების საკითხს დააყენებენ ცხადია მოგატყუებთ. ივანიშვილი თავად არის ამ დავალების გამცემი და შესაბამისად, ესე უყურებს ამ ქვეყანას ,რომ მას უნდა ემსახურებოდეს ყველა .ამიტომ არ აქვთ განცდა,რომ პოლიციელმა კანონი უნდა დაიცვას,პოლიციელი კანონის შესაბამისად უნდა მოიქცეს .ეს ყველა ადამიანი ხომ იდენტიფიცირებულია და ძალიან მძიმე სანახავი იყო ,ეს ხომ მიზანმიმართულად გააკეთეს და ეს აყურებინეს მათ შორის საზოგადოებას რატომ? იმიტომ, რომ ეუბნებიან პარლამენტის წევრს ასე ვექცევით და თქვენ წარმოგიდგენიათ ,როგორ შეიძლება მოგექცეთ თქვენ? სადმე დაგიმარტოხელებთ ,ეს არის მათი მესიჯი და უნდა ესმოდეს ყველას ,რომ შიშით,დაშინებით ,ხელების გადაგრეხით, ქართველი ხალხი ვერავის დაუჩმორებია .ამას ივანიშვილი ვერ მოახერხებს. ბუმერანგივით დაუტრიალდებათ, ის რასაც ყოველდღიურად აკეთებენ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.